ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს შენობაში გაათენებენ - ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს შენობაში გაათენებენ.

მათი განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, არჩევნების შედეგების გაუქმება, ისინი საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.

მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმასაც გეგმავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის რექტორს გაესაუბრნენ, თუმცა ადმინისტრაციას სტუდენტების პროტესტი არ ესმის. სტუდენტები საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესში, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ადმინისტრაცია არჩევნების გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული.

ბათუმელი სტუდენტები ხვალ, 18:00 საათზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს