ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, თავიანთი ვიზიტებით გაამაგრონ ოპოზიცია, თუმცა მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს

ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთ მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით, ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთ ჩარევებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ოპოზიციის აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე, თუმცა ასეთი ჩარევები მათთვის საპირისპირო ფუნქციას ასრულებს.

„მადლობა მათ, ისინი ჩამოდიოდნენ არჩევნებამდეც და ჩვენი ექსპერტები, რომლებიც კვლევების ანალიზში გვეხმარებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ასეთმა უხეშმა ჩარევამ ჩვენს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში მათთვის კონტრპროდუქტიულად იმოქმედა. ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთი მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით. ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთი ჩარევებით. რაც შეეხება პოსტსაარჩევნო პერიოდს, ასეთი ვიზიტებით, ასეთი ჩარევებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე. ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, ამით გაამაგრონ ოპოზიცია, მეტი ხალხი შეკრიბონ, თუმცა ასეთი ვიზიტები და ჩარევები პირიქით, საპირისპირო ფუნქციას ასრულებს მათთვის", - განაცხადა გადაცემაში "აქტუალური თემა" ირაკლი კობახიძემ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს