CNN - დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მომავალ მინისტრად ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ კენედი უმცროსი არჩია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მომავალ მინისტრად რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი დიდ როლს შეასრულებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიკატებისგან, დამაბინძურებლებისგან, პესტიციდებისგან, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან, რამაც ხელი შეუწყო ჯანდაცვის უზარმაზარ კრიზისს ამ ქვეყანაში“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

CNN-ი ხაზს უსვამს, რომ კენედი წლების განმავლობაში ავრცელებდა ვაქცინების საწინააღმდეგო შეთქმულების თეორიებს და სიცრუეს მათი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ „დაუყოვნებლივ“ დაიწყებს ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესწავლას, მაგრამ პირობა დადო, რომ „ვაქცინებს არავის წაართმევს“.

CNN-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ტრამპმა რობერტ კენედი უმცროსი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეარჩია, ვაქცინების ცნობილი მწარმოებლების აქციების ფასები დაეცა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს