მამუკა ხაზარაძე - „რუსული ოცნების“ „სტრატეგები“ საპროტესტო ტალღას პულსს უთვლიან და ერთ ან მაქსიმუმ ორკვირიან სიცოცხლეს აძლევენ ხოლმე, თუმცა ამჯერად მათი მოლოდინი, რომ პროტესტი მინელდება, უიმედოა!

როგორც წესი, „რუსული ოცნების“ „სტრატეგები“ საპროტესტო ტალღას პულსს უთვლიან და ერთ ან მაქსიმუმ ორკვირიან სიცოცხლეს აძლევენ ხოლმე. თუმცა ამჯერად, მათი მოლოდინი, რომ პროტესტი მინელდება, უიმედოა! - ბათუმელმა სტუდენტებმა ახალი სიცოცხლე შემატეს პოლიტიკურ პროცესს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბათუმის უნივერსიტეტი იყო 6 მაისის მოვლენების ავანგარდშიც და ეს „ოცნებისთვის“ ბევრის მანიშნებელი უნდა იყოს.

„ბათუმელმა სტუდენტებმა ახალი სიცოცხლე შემატეს პოლიტიკურ პროცესს და თქვეს, რომ არ მოაპარვინებენ ბიძინას თავიანთ ევროპულ მომავალს!

ბათუმის უნივერსიტეტი იყო 6 მაისის მოვლენების ავანგარდშიც და ეს „ოცნებისთვის“ ბევრის მანიშნებელი უნდა იყოს!

ბათუმელ ახალგაზრდებს უკვე თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ და ახლა ამ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს!

მინდა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ახალგაზრდების პროტესტს, რადგან ისინი, ისევე როგორც ამომრჩეველთა უმრავლესობა, დღეს საქართველოს ახალ ისტორიას წერენ! და ეს ისტორია აუცილებლად იქნება ევროპული, თავისუფალი ქვეყნის - ბიძინა ივანიშვილის გარეშე!“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათ გუშინ აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. ბათუმელი სტუდენტების განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ისინი დღეს, 18:00 საათზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის