ლევან ბეჟაშვილი - კობახიძის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ნერვიულობენ, რადგან ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გასტანს და აუცილებლად დადგება შედეგი, როცა არც ერთი ნორმალური ქვეყანა და არც ერთი პარტნიორი ასეთ მთავრობას არ აღიარებს

პარლამენტს სჭირდება ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში, ფარულობის პრინციპის საფუძველზე უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლების შტოები და ორგანოები - ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი, ფარული არჩევნები, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი, პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისთვის ნერვიულობის საკითხია, ვინაიდან მიაჩნია, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვადის დასრულებამდე ვერ გაძლებს.

„კობახიძის განცხადება პარლამენტში შესვლა -არ შესვლასთან დაკავშირებით მიანიშნებს, რომ ეს საკითხი მათაც ანერვიულებთ, რადგან ერთპარტიული პარლამენტი და ერთპარტიულობა დიდხანს ვერ გასტანს ამ ქვეყანაში და აუცილებლად დადგება ის შედეგები, როდესაც არავინ, არც ერთი ნორმალური ქვეყანა და ჩვენი პარტნიორები არ აღიარებენ ასეთ მთავრობასა და სახელმწიფოს და იქნება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ ერთპარტიულ ხელისუფლებას დაასრულებს, ამიტომ მათი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი, ფარული არჩევნები.

პარლამენტს სჭირდება ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში, ფარულობის პრინციპის საფუძველზე უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლების შტოები და ორგანოები. ეს კონსტიტუციური უფლება დაირღვა არჩევნებზე, როდესაც არჩევნები არც თავისუფალი და არც ფარული არ იყო. ყველამ ვიცით როგორი მოსყიდვის, ზეწოლისა და ძალადობრივი ბერკეტების გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანია. ყველამ ნახეთ 26 ოქტომბერს როგორ ხდებოდა ამომრჩევლის ნების დადგენა, მარკერის მეშვეობით, ამიტომ როდესაც საუბარია პარლამენტის ლეგიტიმაციაზე, პარლამენტის ლეგიტიმაცია ვერ ექნება თუ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ ასეთ პარლამენტში არცერთი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს, ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა.

„ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, როდესაც მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა, მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს, როდესაც მთლიანობაში ორი მილიონ 100 ათასი ადამიანი გამოვიდა და მხარი დაუჭირა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, ამით შედგა უკვე პარლამენტის ლეგიტიმაცია. ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე