შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, ლევან სულაშვილი თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს

შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, ლევან სულაშვილი თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად არის გარდაცვლილი. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ამასთან, მშობლების განცხადებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული, თუმცა მათ ამ ვერსიის არ სჯერათ და განმარტავენ, რომ ლევან სულაშვილს „ის მდგომარეობა არ ჰქონია, რომ თავი მოეკლა“. მშობლების თქმით, მათ შვილს გასროლის შედეგად გამჭოლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

„თემქასა და მუხიანს შორის, სადღაც დანგრეულ გზაზე ჩაგვიყვანეს. ჩვენ რომ მივედით, ყველაფერი დამთავრებული იყო. არადა, ოთხს ერთი წუთი აკლია, როდესაც მას „მესენჯერი“ ჩართული აქვს და რანაირად? მკვდარს, როგორ ჰქონდა „მესენჯერი“ ჩართული? რომ მივედით, უკვე გამოგვიცხადეს, რომ თავი მოიკლა. მას სიკვდილის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. რაღაცაში გამოიყენეს... თავში აქვს ნასროლი. ვითხოვთ გამოძიებას, ტელეფონიც არ არის გახსნილი.იქ როგორ ჩავიდა მანქანა? როგორ გაიგეს, რომ იქ იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რომ დაუწყეს ძებნა? რას ეძებდნენ? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებონ? სანამ არ გამოაცხადებენ, რატომ ეძებდნენ?“- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა არც მამას.

„თვითმკვლელობა არ მგონია, იმიტომ, რომ შიგნით, მანქანაში სისხლი არ არის და ტყვია ნახეს, მარცხენა მხარეზე, უკანა კარებთან გაჭედილი. სავარაუდოდ [ მოკლეს]. ეგრე მგონია“, - აღნიშნავს მამა.

ლევან სულაშვილის გარდაცვალების საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად