ლანა გალდავა - ძალიან მძიმეა, როდესაც ათწლეულების ნალოლიავები ურთიერთობები ზიანდება საქართველოს ხელისუფლების არაგონივრული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით

ძალიან მძიმეა, როდესაც ათწლეულების ნალოლიავები ურთიერთობები, განსაკუთრებით საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ზიანდება საქართველოს ხელისუფლების არაგონივრული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, - ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადება, რომლის ცნობით, „საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“.

ლანა გალდავას განცხადებით, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესისთვის დიდი დარტყმაა.

„ცხადია, ძალიან მძიმე სიტუაციაა. ევროპარლამენტში გუშინწინდელი დებატებიც ამის მაჩვენებელია, სადაც გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და სანამ ხელისუფლება კურსს არ შეიცვლის, იქამდე არაფერი გაგრძელდება. ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესისთვის დიდი დარტყმა, განსაკუთრებით იმ ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიაზე დგანან რუსული ჯარები და შესრულებული არ არის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი შეთანხმება“, - განაცხადა გალდავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს