ნათია მეზვრიშვილი - არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ გაყალბებული არჩევნები უნდა გაიცვალოს ამა თუ იმ კანონპროექტის გაწვევაში ან გაუქმებაში - არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხის „სავაჭრო საგნად გადაქცევას ცდილობს“.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ამას გარკვეული კანონების უკან გაწვევით ან გაუქმებით ცდილობენ.

„არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ გაყალბებული არჩევნები უნდა გაიცვალოს ამა თუ იმ კანონპროექტის გაწვევაში ან გაუქმებაში. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამას თავის სახელი უნდა დაერქვას და ჩვენ ამისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ. „ოცნება“ ცდილობს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი სავაჭრო საგნად აქციოს. სავაჭროდ გახსნეს ეს დისკუსია, რომ რაღაცნაირად მიაღწიონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას და მერე თქვან, რომ რაღაც კანონებს უკან გავიწვევთო. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ ამ არჩევნებს არ დაერქმევა თავისი სახელი, ყველაფერი გვერდით დაგვრჩება. დიდი იმედი მაქვს, პარტნიორები ამ არჩევნებს საბოლოოდ თავის სახელს დაარქმევენ; რომ ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის მთავრობები, ხაზგასმით აღვნიშნავ - მთავრობები და არა ცალკეული პოლიტიკოსები და პარლამენტარები, ამ არჩევნებს ცნობენ არალეგიტიმურად. შემდგომ პროცესებზე, იქნება ეს ვადამდელი არჩევნები თუ სხვა, შემდგომ დავიწყებთ საუბარს. ახალ არჩევნებზეც არანაირ საუბარს არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ახალ არჩევნებს ჩავატარებთ ისეთი მმართველობის სისტემაში, როგორშიც ახლა ვართ. ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს და რა მნიშვნელობა აქვს? [გიორგი] კალანდარიშვილი დღესაც არის და ხვალაც თუ იქნება, იგივე არჩევნები ჩატარდება. [გრიგოლ] ლილუაშვილი დღესაც თუ გვყავს, ბუნებრივია, იგივე არჩევნები ჩატარდება. ამიტომ, ამ მიმართულებით ვფიქრობ, მკაფიო ნაბიჯებია გადასადგმელი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა