სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები - მოვითხოვთ ასლან ბჟანიას გადადგომას - მშვიდად წავიდეს, ფანჯრების და კარების ჩამტვრევა არ გვინდა

ოკუპირებულ სოხუმში სამთავრობო შენობების კომპლექსთან შეკრებილი მომიტინგეები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მშვიდად წავიდეს, ლამაზად წავიდეს, ფანჯრების და კარების ჩამტვრევა არ გვინდა“, - ციტირებს მედია აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან, სადაც ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, საპროტესტო აქცია მიმდინარებს. მომიტინგეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა „სამართალდამცავების“ კორდონს კვერცხები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობასთან სროლის მსგავსი ხმები ისმოდა. მოგვიანებით არეულობა მიმდებარედ, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც გავრცელდა. ამჟამად, ე.წ. პარლამენტისა და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შესასვლელები „ძალოვანი უწყებების“ წარმომადგენლებს აქვთ გადაკეტილი, მათ წინ მომიტინგეების დიდი რაოდენობაა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის