ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე - ერთმანეთს არ ენდობიან და სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს -  ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ

უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, “ძლიერი საქართველოს“ ინიციატივა ოპოზიციის მიერ საარჩევნო სიების ერთობლივად ჩახსნის და სადეპუტატო მანდატების ერთობლივად გაუქმების შესახებ ერთმანეთის მიმართ უნდობლობას უკავშირდება.

ქადაგიშვილის თქმით, როცა მანდატების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დადგება, პარლამენტში “შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს და ოპოზიციის სურვილი, რომ პარლამენტი არ შედგეს, არ განხორციელდება“.

“ერთმანეთს არ ენდობიან - მათ შორის პარტიისა და კოალიციებს შიგნით მდგრადობას არ ენდობიან. ამიტომ სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს - თუ გადახტომაა, ყველა ერთად გადავხტეთო - აი, ამის შიში აქვთ!

მათ არჩევნების შედეგები არ მოეწონათ, რადგან წააგეს. ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ. ჩვენი პასუხი მარტივია - ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა მყარად შენარჩუნდეს - პარლამენტიც შესაბამისს გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუ რა გადაწყვეტილებები იქნება, ამას გაიგებთ!“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს აღნიშნული პარტიები პარლამენტში იქნებიან თუ არა.

“წინა მოწვევის პარლამენტში რომ იყვნენ, ერთ კანონს მაინც თუ მისცეს ხმა?! რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტში იქნებიან თუ არ იქნებიან და დესტრუქციას ქუჩაში მოაწყობენ თუ პარლამენტის კედლებში?!“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

“ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მანდატების დატოვებისა და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად, ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ - გაერთიანება მზაობას გამოთქვამს, აქტი პრეზიდენტის ჩართულობით შესრულდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს