თინა ბოკუჩავა - გაუქმებულია არჩევნების ინსტიტუტი და სასამართლო, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დავალებას - მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას, რომ გაყალბებული არჩევნები დააკანონონ

ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები და სასამართლო-ზეპირი განხილვის გარეშე, მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ დააკანონონ გაყალბებული არჩევნები, - ასე აფასებს “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სააპელაციო სასამართლოსთან იმ ფაქტს, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საია-ს სარჩელებს, რითაც ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, სააპელაციო სასამართლო მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს.

როგორც ბოკუჩავამ განმარტა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები და სასამართლო.

„აღნიშნულის მორიგი დასტურია დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელიც ვერც კი ჩაატარეს იმდენად სამარცხვინო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ. სამ ქალ მოსამართლეს რეჟიმისგან დაევალა რეჟიმისგან გაყალბებული არჩევნების დაკანონების დანაშაული. მოსამართლე თამარ ონიანი, ნინო ჭიჭილაშვილი, ილონა თოდუა - იმდენად სამარცხვინო იქნება მათი დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ვერც კი გაბედეს ჩაეტარებინათ სხდომა მხარეების მონაწილეობით. ზეპირი განხილვის გარეშე, მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ დააკანონონ გაყალბებული არჩევნები. იმდენად დაიმონა მთელი მართლმსაჯულების სისტემა ივანიშვილმა, რომ მხოლოდ ერთ მოსამართლეს, ვლადიმერ ხუჭუას აღმოაჩნდა გამბედაობა და კეთილსინდისიერება, რომ დაედასტურებინა, დიახ, 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, დარღვეული იყო ფარულობის და თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქვეყანაში გაუქმებულია არჩევნები და სასამართლო, ერთადერთი გამოსავალი კი არის საერთაშორისო გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას იმისთვის, რომ „საზოგადოების წინაშე დამტკიცდეს საყოველთაოდ ცნობილი სიმართლე, კერძოდ, ის, რომ არჩევნები გაყალბებულია“.

„გაუქმებულია არჩევნების ინსტიტუტი და სასამართლო, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დავალებას“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია