შალვა პაპუაშვილი - 2020-ში რამე სხვას აკეთებდნენ, სხვა დაპირებები და მუქარა ჰქონდათ და სხვა საბოტაჟი იყო? მათ მხარეს არაფერი იცვლება და საბოლოო შედეგიც არ შეიცვლება - დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შემოვლენ

ავანსად აქვთ სიები ჩახსნილი, არასერიოზული ხალხია - დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შემოვლენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერები 2020-ში იმავენაირად მოქმედებდნენ, არაფერს ცვლიან და საბოლოო შედეგიც არ შეიცვლება.

„ორი კვირაა სიებთან დაკავშირებით წვალობენ. როგორც მივხვდი, საბოლოოდ, მათი პოზიციაა, რომ ავანსად ხსნიან სიებს. ავანსად აქვთ ეს სიები ჩახსნილი. არასერიოზული ხალხია. 2020-ში რამე სხვას აკეთებდნენ, სხვა დაპირებები და მუქარა ჰქონდათ და სხვა საბოტაჟი იყო? ზუსტად იგივე ხალხი, მეთოდებია. მათ მხარეს არაფერი იცვლება, აქედან გამომდინარე საბოლოო შედეგიც არ შეიცვლება და დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შემოვლენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა ცარიელი სიტყვებია, რადგან პარლამენტს ლეგიტიმაციას ხალხი აძლევს.

„ოპოზიციის მხრიდან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას რაც შეეხება, ეს ცარიელი სიტყვებია, ვინაიდან პარლამენტს ლეგიტიმაციას ხალხი აძლევს და პარლამენტს ხალხმა 26 ოქტომბერს ეს ლეგიტიმაცია მისცა. მათ შორის, მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს პარლამენტში უმრავლესობაში - დამაჯერებელი, 54%-ით და მილიონ 120 ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ჩვენს უკან დგას ხალხი და ხალხის სახელით მე-11 მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება და შემდეგი 4 წელი იქნება ჩვენი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, როდის და როგორ შეიკრიბება მე-11 მოწვევის პარლამენტი.

„რაც შეეხება შეკრებას, იცით, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის იქნება ცესკო-ს მხრიდან შემაჯამებელი ოქმი. შემდეგ, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დანიშნოს სხდომა, თუ არადა პარლამენტი შეიკრიბება მე-10 დღეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა