შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის ანგარიში არის გადამწყვეტი, მათი დასკვნით კი, 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა და საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიში არის გადამწყვეტი, მისი დასკვნით კი, 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა და საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან წინასწარ გააფრთხილა ეუთო/ოდირის მისია, რომ მათ ანგარიშთან დაკავშირებით სპეკულაციები იქნებოდა.

„ამ არჩევნებს 25 ათასი დამკვირვებელი აკვირდებოდა და რამდენიმე ასეული სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო. ახლა ყველას უნდა დაიბრალოს, რომ მათი აზრი არის სინამდვილეში გადამწყვეტი. მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო ეუთო/ოდირი, მათ შორის ევროკავშირის პოზიციაც იყო ზუსტად ეს, რომ მათთვის გადამწყვეტი არის ეუთო/ოდირის ანგარიში. ახლა რატომღაც ზოგიერთ ევროპელს დაავიწყდა და მის მიერ დაფინანსებული NGO-ების აღქმებით გველაპარაკება ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ის „შვიდეული“, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ თბილისში აქციაზე ვიხილეთ. სინამდვილეში, როცა შეფასებაზე ვსაუბრობთ, ეუთო/ოდირის ანგარიში არის გადამწყვეტი, რაც ყველამ ნახა, როგორც წერილობით, ისე ზეპირად. მათი მთავარი დასკვნა იყო ის, რომ არჩევნები შედგა და ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც სამწუხაროდ, ზუსტად ევროპელი ბიუროკრატების განცხადებებიდან გამომდინარე არის გამყარებული ხანდახან, არის ის, თითქოს ეუთო/ოდირის ტერმინოლოგიაში სადმე იძებნება ეს ფორმულა - თავისუფალი და სამართლიანი. ამაზე მქონდა ეუთო/ოდირის მისიასთანაც საუბარი. წინასწარ გავაფრთხილე, რომ ეს სპეკულაციები იქნება მათ ანგარიშთან დაკავშირებით და მზად იყვნენ, რომ ამაზე პასუხი ჰქონდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო