შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელ სახლთან გამართულ აქციას ფაშიზმი უწოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართულ აქციას ფაშიზმი უწოდა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა, რომ მსგავსი ქცევა წახალისდა ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებით, რომლებშიც ქვეყნის „მაიდანიზაციამ" გაიჟღერა.

„ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც წახალისდა ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებით, რომლებიც პირდაპირ "მაიდანიზაციისკენ" მოუწოდებდნენ ქართველ ხალხს. როგორ შეიძლება საერთოდ ისაუბრო, რომ რაიმე კავშირი აქვთ ევროპულ ღირებულებებთან, ადამიანებს, ამ შემთხვევაში შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც პირდაპირ ქართველ ხალხს მოუწოდებს და ახსენებს „მაიდანს“ - იქვე ფრჩხილებში ამბობს, რომ ოღონდ ძალადობა არ გინდათო, მაგრამ „მაიდანს“ რომ აწყობს ხალხი, იქ რა ხდება, ძალიან კარგად იციან. ასეთი უპასუხისმგებლო ხალხია ზოგიერთი ევროპაში და ამ შვიდეულის აქციაზე ხილვით, ვნახეთ ჩვენ კიდევაც თუ რასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, ერთ-ერთი ამ დელეგაციიდან, მერვე ადამიანი, არ იყო აქციაზე, ესეც ნიშანდობლივია, რომ, როგორც ჩანს, ზოგი უფრო საღად უყურებს პროცესებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელთან აქციის გამართვის ფაქტს თავად კალანდარიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რაც კვეთს ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარესა თანამშრომლებზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე