შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას პრიმიტიული დამოკიდებულება აქვს თუნდაც აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან - მათი ილუზიაა, რომ შეიძლება პირადი კონტაქტები დაამყარო, ვიღაცასთან ფოტო გადაიღო და ესაა საგარეო პოლიტიკა

ის, რაც ბოლო 2.5 წელი ხდება ჩვენს ურთიერთობებზე დასავლელ პარტნიორებთან, იმ კონტექსტის გამოა, რომელიც რეგიონშია - ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს კონტექსტი შეიცვლება და იქნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ ურთიერთობის ის დონე, რომელიც მანამდე იყო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ „ქართველი ხალხის აქტს“ სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზეა საუბარი, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელი სენატორებიც უერთდებიან“.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციას ოპტიმისტურად უყურებენ, რადგან მთავარია, რომ „პოლიტიკური მიდგომები შეიცვლება, რაც რეგიონში კონტექსტს შეცვლის“.

„ჩვენ ველით ინაუგურაციას, ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას და ოპტიმისტურად ვუყურებთ ახალ ადმინისტრაციას, არა იმიტომ, რომ საქართველოს მიღმა ვინმე ჩვენზე მეტად დაიწყებს ზრუნვას (ქართველებზე მეტად საქართველოზე არავინ იზრუნებს), მაგრამ ვუყურებთ იმიტომ, რომ ის, რაც ბოლო 2.5 წელი ხდება ჩვენს ურთიერთობებზე დასავლელ პარტნიორებთან, იმ კონტექსტის გამოა, რომელიც რეგიონშია. უპირველესად ეს ეხება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ურთიერთობები სწორედ ამ კონტექსტის მძევალი აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, იმ მომენტში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ჩვენ წავიდოდით ესკალაციაზე რუსეთთან და ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ვიღაცას ეწყინა, ვიღაც გაბრაზდა, ვიღაცამ გაგვიგო და მიხვდა, რატომ არ გვინდა, რომ ჩვენი ხალხი გავწიროთ ამ საერთო გეოპოლიტიკური კონტექსტის ფარგლებში. ამიტომ, ჩვენი მთავარი ოპტიმისტური მოლოდინია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება ზუსტად ეს კონტექსტი. კონტექსტი და გარემო როდესაც შეიცვლება, იქნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ ურთიერთობის ის დონე, რომელიც მანამდე იყო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს მიდგომა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს უყურებენ ისე, თუ ვისთან შეიძლება ჰქონდეთ პირადი კონტაქტი, თუმცა „პოლიტიკა ასე არაა აწყობილი“.

„ოპოზიციას პრიმიტიული დამოკიდებულება აქვს თუნდაც ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან. მათი ილუზიაა, რომ შეიძლება რაღაც პირადი კონტაქტები დაამყარო, ვიღაცასთან ფოტო გადაიღო და ესაა საგარეო პოლიტიკა. ასეთი საგარეო პოლიტიკა ჰქონდათ 2012 წლამდე პირადი კონტაქტების იმედად იყვნენ და ვნახეთ, სადამდე მიიყვანეს ქვეყანა საგარეო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა მიდგომა გვაქვს, უპირველესად ეროვნული ინტერესებით ვმოქმედებთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო