ინტერრელიგიური სათათბირო საქსტატის ხელმძღვანელს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს შეხვდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა სათათბიროს წევრებს აცნობა, თუ როგორ ემზადება საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის და კონკრეტულად, რა კითხვებზე მოუწევთ მოქალაქეებს პასუხების გაცემა.

მისი თქმით, წელს პირველად, მონაცემები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეგროვდება და ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, კონკრეტულ ვადაში, თვითრეგისტრაციის მეთოდით, ელექტრონულად შეავსოს კითხვარი. ასევე, ძალაში რჩება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდიც.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა მოსახლეობის აღწერის მნიშვნელობაზე და რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა, მრევლთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში. თავმჯდომარის თქმით, აღწერის შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფოს ჩართულობას რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, ებრაელთა კავშირის, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიების, იეჰოვას მოწმეთა, საერთაშორისო ორგანიზაცია „ხსნის არმია“-ს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები.

2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტარდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის ორგანიზატორიცაა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. აღწერის შედეგად დადგინდება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესის ასაკის, აღმსარებლობის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საცხოვრისების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე