შალვა პაპუაშვილი - გამოძიებას ითხოვდნენ და მიმდინარეობს გამოძიება, შემდეგ იტყვიან არა, არ გვინდა გამოძიებაო - ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ საერთოდ

გამოძიებას ითხოვდნენ და მიმდინარეობს გამოძიება. შემდეგ იტყვიან არა, არ გვინდა გამოძიებაო. ჩამოყალიბდნენ რა უნდათ საერთოდ - ჩვენი უბედურება ვიცით, ოპოზიციის სახით ვინც გვყავს, ეს ჩვენი ჭირი ვიცით, ამას ქართული საზოგადოება შეგუებულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთს საქართველო არასრულფასოვანი ქვეყანა ჰგონია და ფიქრობენ, „რომ მათ აქვთ საიდუმლო ცოდნა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და ამ საიდუმლო ცოდნის ქურუმებივით ჩამოდიან და ქართველ საზოგადოებას მენტორული ტონით ელაპარაკებიან“.

„გამოძიებას ითხოვდნენ და გამოძიება მიდის, სხვა რაღა უნდა მოხდეს. ითხოვდნენ გამოძიებას?! არის გამოძიება. გამოძიება არის და შემდეგ იტყვიან არა, არ გვინდა გამოძიებაო. ჩამოყალიბდნენ რა უნდათ საერთოდ.

ჩვენი უბედურება ვიცით, ოპოზიციის სახით ვინც გვყავს ჩვენი ჭირი ვიცით, ამას ქართული საზოგადოება შეგუებულია. ვუყურებთ, რეაქცია არ გვაქვს. შემდეგ აღმოჩნდებიან ისეთი შვიდეულები, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათი ტყუილის არა თუ მონაწილეები, წამქეზებლები არიან. თბილისში, პარლამენტის წინ რამდენიმე დღის წინ რაც ვიხილეთ, სირცხვილია. ჩადიან სხვა ქვეყანაში, სამართლის დარღვევით სხვა ქვეყნის პარლამენტის წინ, ტრიბუნაზე გამოდიან და ხალხს მაიდანისკენ მოუწოდებენ.

ეს რომ არაევროპული ქცევაა, გასაგებია. ამ ხალხმა ჩვენ ევროპა როგორ უნდა გვასწავლონ, რომლებიც საერთაშორისო სამართლის დარღვევით იქცევიან და რა საპარლამენტო ეთიკაზეა საუბარი, როდესაც ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და შენი კოლეგა პარლამენტის შენობის წინ მიტინგს მართავ.

წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ჩავიდეთ რომელიმე ამ ქვეყანაში და მიტინგები ვუტაროთ. ეს ადამიანები ქართველ ხალხს ზემოდან უყურებენ. ზოგიერთებს ვგონივართ არასრულფასოვანი ქვეყანა. ფიქრობენ, რომ მათ აქვთ რაღაც საიდუმლო ცოდნა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და ამ საიდუმლო ცოდნის ქურუმებივით ჩამოდიან და ქართველ საზოგადოებას მენტორული ტონით ელაპარაკებიან. ამას კავშირი ევროპასთან არ აქვს. ის, რომ ადამიანს ჯიბეში უდევს პასპორტი, რომელშიც მისი მოქალაქეობა ევროპასთან წევრობას ადასტურებს, ეს არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების მიმდევრობას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო