ბათუმის უნივერსიტეტთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

ჩვენი მომავლის სადარაჯოზე ვრჩებით, საქართველოს ევროპულ გზას აუცილებლად დავიცავთ, - ამის შესახებ ბათუმის უნივერსიტეტთან სტუდენტებმა განაცხადეს, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, პროტესტის ნიშნად ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში ღამეს კვლავ გაათენებენ.

„ჩვენი უნივერსიტეტი პარტიულ შტაბად იქცა. რექტორი პარტიულ ღონისძიებებზე დადის, ასევე ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. ხვალ უფრო მეტნი ვიქნებით, დღესაც ვრჩებით უნივერსიტეტში და ვაგრძელებთ პროტესტს. დავიბრუნებთ ევროპულ მომავალს, დროა ხალხო, ქუჩებში გამოვიდეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ერთმანეთს. ჩვენს გვერდით არიან „ილიაუნის” სტუდენტებიც”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს