თინა ბოკუჩავა - ვუერთდებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ ყველგან, სადაც არის წინააღმდეგობა მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით

ვუერთდებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ ყველგან და ყოველთვის, სადაც არის წინააღმდეგობა მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის დაწყებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, პროტესტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებმა არჩევანის უფლება დაიბრუნონ.

„ჩვენ დღეს ვუერთდებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ ყველგან და ყოველთვის, სადაც არის წინააღმდეგობა მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ ამ არჩევნებს არ მიეცეს ლეგიტიმაცია, იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ არჩევნების უფლება და ამით დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს