პრეზიდენტი - მინდა დავგმო ის, რომ რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით - ეს უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის, რომ დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა

მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება და ასევე გამოვეხმაურო რუსულ პოლიტიკას და დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამკვირვებლებთან საჯარო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის მოთხოვნა, საქართველო დათანხმდეს დელიმიტაციას, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის, რომ ვითომ დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა.

„მე მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება და ასევე გამოვეხმაურო რუსულ პოლიტიკას და დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც, პრინციპში, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის, ვითომ და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა. შეაცვლევინებ კი არა ააჩქარებ და ეს ჩანს ყოველდღიურად და ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატაროს და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ