თინა ბოკუჩავა - გიორგი კალანდარიშვილი უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების

საზოგადოებამ იხილა ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო სწორედ ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ცესკოს ეჩქარება მიტაცებული არჩევნების დაკანონება.

„ჩქარობენ ბუნებრივია, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ საზოგადოება არ შეეგუება მიტაცებული არჩევნების შედეგებს, ამიტომ მათ ეჩქარებათ ამ მიტაცებული არჩევნების დაკანონება, იქნება ეს სასამართლოში თუ საოლქო კომისიებში თუ ცესკოში. საზოგადოებამ იხილა ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც არის მთავარი შემსრულებელი რუსული სპეცოპერაციის, რის შედეგადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების მიტაცება მოხდა 26 ოქტომბერს, ახლა ის უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო სწორედ ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების.

ჩვენ გუშინაც ვნახეთ სააპელაციო სასამართლომ როგორ ვერ გაბედა სხდომის ჩატარება “ნაციონალური მოძრაობის“ შეტანილი სარჩელის განსახილველად და იქაც პროტესტის ფორმით ჩვენ 1260 გვერდიანი მტკიცებულებები კიბეზე დავტოვეთ პროტესტის ნიშნად, რადგან რეალურად ქვეყანაში გაუქმებულია საარჩევნო ადმინისტრაცია, სასამართლო, გაუქმებულია თავად არჩევნების ინსტიტუტი და არჩევნების უფლება და ამის დაბრუნება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ პროტესტით, იქნება ეს სასამართლოსთან, ცესკოში, რუსთაველის გამზირზე, თუ უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ გამოხატული. ნებისმიერი ფორმით ჩვენ უნდა გამოვხატოთ პროტესტი, რომ დავიბრუნოთ არჩევნების უფლება, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.

უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო