პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.

ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.

აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები და მხარდამჭერები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. ცნობილია, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერები და მხარდამჭერები კი მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივლენ.

გარდა ამისა, ხვალ სტუდენტები რამდენიმე ადგილიდან მსვლელობით დაიძვრებიან რუსთაველის გამზირისკენ და შეუერთდებიან პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა