პრემიერ-მინისტრმა გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის ფაქტს "მძიმე ინციდენტი" უწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "მძიმე ინციდენტი" უწოდა ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელის დავით კირთაძის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარი, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის ფაქტს.

პრემიერის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები "ძალადობრივი აქტის" მიმართ აჟიტირებას გამოხატავდნენ.

„რაც შეეხება კალანდარიშვილის შემთხვევას, გუშინდელ მძიმე ინციდენტს. ვიხილე აჟიტირებული კომენტარები, როგორც „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი აქტივისტები მხრიდან ძალადობრივ აქტზე.

რასაც თესენ, იმას ხანდახან იმკიან ხოლმე. გამოძიება ყველაფერზეა დაწყებული, ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის, როდესაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე „იმედის“ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ტიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებები არ არის დასრულებული, მეორე მხრივ კი ეს ადამიანები არიან აჟიტირებული ძალადობრივი აქტის გამო“,- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება. მადლობას გადავუხდი ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის, იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სითხე შეასხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება