პრემიერი - ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ამოცანა შესრულდეს

ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ევროკომისიის ახალ შემადგენლობაზე, სადაც თანამდებობებს იკავებენ ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე.

„კუბილიუსი და რასა არ არის საინტერესო, მათთან თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად არის მთლიანად ამოწურული და ეს არის მათი მოქმედებების შედეგი.

რაც შეეხება, ზოგადად, ევროკავშირთან თანამშრომლობას, ყველაფერი მიდის ისე, როგორც გვქონდა გათვლილი. დასრულდა ერთი არჩევნები საქართველოში, დასრულდა მეორე არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასრულდა ზუსტად ისე, როგორც ეს წაადგება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას. ახლა არის კიდევ ერთი, მესამე საკითხი დარჩენილი, ეს არის უკრაინაში ომის დასრულება და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაშიც ომი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ამ სამი მოვლენის დასრულების შემდეგ ყველაფერი წავა დადებითი მიმართულებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე უპასუხა კითხვას, ემუქრება თუ არა საფრთხე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას.

„ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზულია. ყველაფერი წავა ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვისკენ, რაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს. ამისათვის ჩვენ 4 წლის თავზე გვექნება შესრულებული ასოცირების შეთანხმებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა