დავით კეზერაშვილი რუსეთში მისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად „დაპატიმრების” ამბავი - ე.წ. საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას.

„შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად „დაპატიმრების” ამბავი.

ე.წ. "საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რომ რუსეთის დანაშაულებრივი ხელისუფლების და მათი მარიონეტების მტერი ვარ და ასეთად დავრჩები მომავალშიც.

საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და განეიტრალებას. აღძრეს არაერთი საქმე საქართველოში, აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს „უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად.

საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას.

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ყველა ეს მცდელობა ამაოა. თავისუფალი სამყარო აუცილებლად გაიმარჯვებს“, - წერს კეზერაშვილი.

ცნობისთვის, რუსული მედიის მიერ გავრცლებული ინფორმაციით, რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები