ადგურ არძინბა  - არ ვიცით, ვის ინტერესებს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილი - ნამდვილად არ გვჭირდება ენგურის მეორე მხარეს არცერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა

„მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჩვეულებისამებრ თავის მსჯელობებსა და შეფასებებში ხელმძღვანელობს ეროვნული მითოლოგიით და არა რეალობითა და საღი აზრით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, განვითარების მიმართულებებსა და ეროვნული ინტერესებს“ , - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, ადგურ არძინბა „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, აფხაზი ხალხი აბსოლუტურად ერთიანია უმთავრესში, ე.წ. „კონსტიტუციის ძირითად დებულებებში“, რომლის მიხედვითაც „აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით“.

„ამ მხრივ, გაურკვეველია, ვის მიმართ და რისთვის არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელთანაც აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არა მხოლოდ სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე, არამედ ქვეყანაში ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და, ალბათ, მორალზე. ასევე, გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქმედებები არ არის ანტირუსული ხასიათის. ნებისმიერი განცხადება ამ თემაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის, არის 100% ტყუილი და პროვოკაცია. რუსეთთან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობისკენ მიმართული კურსი ურყევი რჩება, ისევე როგორც ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები და ურთიერთდახმარება“, - წერს არძინბა.

მისი მტკიცებით, აფხაზეთის ოპოზიცია „შიდა პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს მხოლოდ აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“.

„მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვის ინტერესებს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილი და, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს დიდად არ გვაინტერესებს. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენს მიწაზე წესრიგის აღსადგენად და ამისთვის ნამდვილად არ გვჭირდება არცერთი პოლიტიკური მოღვაწის სოლიდარობა ენგურის მეორე მხარეს“, - წერს არძინბა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ