თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

დღეს გავფრინდი ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოზე ხვალ იმსჯელებენ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება დღეს ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

“საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ რეჟიმს მოუწევს იმ ერთადერთ დათმობაზე წამოსვლა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ - ესაა ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაცია და არა თავლაფდასხმული არჩევნების ქურდი - გიორგი კალანდარიშვილი.

აქვე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ენმ-ის ცესკოს წევრს დავით კირთაძეს, რომელმაც გუშინ გულწრფელი პროტესტით მთელი ქვეყნის სათქმელი გამოხატა გიორგი კალანდარიშვილის მიმართ.

ვიბრძვით ცესკოში, ვიბრძვით საერთაშორისო ასპარეზზე, ვიბრძვით სასამართლოში და ვიბრძვით ქუჩაში.

ენმ-მ 73-ვე საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა, რომელიც ჯერ ცესკოში, შემდეგ სასამართლოში გასაჩივრდა. პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ივერი აბაშიძემ, მონური მორჩილებით დააკანონა გაყალბებული არჩევნები, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ კი სხდომის ჩანიშვნაც ვერ გაბედა და ენმ-ის მოპოვებული 1260 გვერდიანი მტკიცებულებები მაკულატურად აქცია.

ბრძოლის ყველა ასპარეზთან ერთად, გადამწყვეტია ჩვენი ერთიანი საზოგადოებრივი პროტესტი არჩევნების უფლების დასაბრუნებლად. ამ ბრძოლაში არ არსებობს პარტიული ხაზები და დღის წესრიგი, ეს არის ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, სადაც უნდა ვიყოთ ერთიანი, როგორც არასდროს”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, დღეს, სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ აქციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მსვლელობით შეუერთდება.

„განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ ენმ-ს ამ და ყველა სხვა საპროტესტო აქციაზე, რუსთაველზე თუ საქართველოს სხვა ქალაქებსა და ქუჩებში, წარმოადგენენ ჩვენი გულანთებული ახალგაზრდები. ჩვენი ბრძოლაც მათ ეკუთვნის, მათ და ჩვენს შვილებს, რათა თაობების ბრძოლა თავისუფლებისთვის ევროკავშირში გაწევრიანებით დაგვირგვინდეს, რისი ისტორიული შანსიც ჩვენ დღეს გვეძლევა. წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, დღეს პარტიული დღის წესრიგის ჭიდილი ვერ გახდება ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე გამარჯვების საფუძველი. მიმაჩნია, რომ ამ მართლაც ეროვნულ და ისტორიულ ბრძოლაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. ერთად ჩვენ შევძლებთ! ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს