პრემიერ-მინისტრი ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესასმახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მინისტრმა მთავრობის მეთაურს განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა სრულად განახლდა. ამჟამად მიმდინარეობს გარე სპორტული მოედნის მოწყობა.

სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები.

სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულებამ 5 მილიონ ლარამდე შეადგინა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა