ირაკლი ზარქუა - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ  - პატარა გოგო-ბიჭები მეცოდებიან, რომლებიც „გამოჟონილ“, უსამშობლო ლიდერებს შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! - პატარა გოგო-ბიჭები მეცოდებიან, რომლებიც „გამოჟონილ“, უსამშობლო ლიდერებს შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.

ზარქუა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმში რუსულნომრიანი ავტომობილით გადაადგიდებოდა „მოგონილი“ უწოდა.

ზარქუა განმარტავს არსებულ გარემოებებს და აცხადებს, რომ ბათუმში პირადი ავტომობილით იმყოფება.

„ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნაო ზარქუამო…“ფორმულამ“, კოლექტიურმა ნაც-სექტამ დადეს ჩემზე მოგონილი თემა და „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ რატომ ჩამორჩით თუ აწი დადებთ?! უხ, თქვე მანქურთებო თქვენა.

მაინც ჩემი მეგობრებისთვის დავწერ რა და როგორ არის: ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ბათუმში ჩავედით მეგობრები.. დილის საუზმის შემდეგ, ჩვენთან მყოფი ოჯახის ნათესავი, (რომელიც ერთი კვირაა, რაც საქართველოში ჩამოვიდა რუსეთიდან და ცდილობს მთელმა ოჯახმა დაიბრუნონ საქართველოს მოქალაქეობა და ასეთ ამბებში არიან) გამოვაცილე კაფედან მანქანამდე და ატყდა ერთი ამბავი.. რუსულ ნომრებზე მყოფი მერსედესით ზარქუა ბათუმში დასეირნობსო.

ჯერ ერთი: პირადი მანქანით ვარ ბათუმში და არაერთ ადგილობრივს ველაპარაკე და შევხვდი ამ დღეებში და უფრო მეტიც, სწორედ ჩემი ეს მანქანა ოპო -„ჟურნალისტმაც“ კი გამიპიარა ნომრის გამო და მადლობა მას განსაკუთრებული!

ახლა მეორე, ის მერსედესი რუსული ნომრით მანდ რომ მივიდა, მაშინ მეც ხომ ვიჯდებოდი მისვლისას იმ მანქანაში, რომელიც პირდაპირ იმ ოპო-ახალგაზრდების შტაბის წინ ეყენა და ამასაც ეგრევე შეამჩნევდნენ მე, რომ იმ მანქანაში ვმჯდარიყავი?!

და ბოლოს, ეს მანქურთები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, მისცეს სტრატეგიული ობიექტები და ბოლოს საკუთარ ბინასაც კი რუსებზე აქირავებდნენ, აი ეს ხალხი, კოლექტიური ნაც მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

მე ის პატარა გოგო-ბიჭები მეცოდებიან, რომლებიც ამ “გამოჟონილ”, უსამშობლო ლიდერებს შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი და ზომბებად აქციეს, თორემ ბატონი გელაც მალე დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას და იმ მანქანასაც დაარეგისტრირებს საქართველოში, რადგან ყველა ნამდვილ ქართველს ეამაყება და სურვილი აქვს მშვიდობიან, ლამაზ, განვითარებულ საქართველოში იცხოვროს!", - წერს ირაკლი ზარქუა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის