დონალდ ტუსკი - პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს - მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც

ვლადიმერ პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს, მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, წუხელ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმამ დაამტკიცა, რომ სატელეფონო დიპლომატია უკრაინის მიმართ რეალურ მხარდაჭერას ვერ შეცვლის.

„პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს. გუშინ ღამით განხორციელებულმა თავდასხმამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო ამ ომში, დაამტკიცა, რომ სატელეფონო დიპლომატია ვერ შეცვლის მთელი დასავლეთისგან უკრაინის მიმართ ნამდვილ მხარდაჭერას. მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც“, - წერს ტუსკი.

შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს პარასკევს, ორი წლის განმავლობაში პირველად, ტელეფონით ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გააკრიტიკა დ განაცხადა, რომ ამ ზარმა ძირი გამოუთხარა პუტინის იზოლაციის მცდელობებს და "პანდორას ყუთი" გახსნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს