სალომე სამადაშვილი - დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - კიდევ ერთხელ მოვუყვეთ ევროკავშირს, როგორ მოგვპარეს არჩევნები, როგორ გადახია ივანიშვილმა კონსტიტუცია

დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - კიდევ ერთხელ მოვუყვეთ ევროკავშირს, როგორ მოგვპარეს არჩევნები, როგორ გადახია ივანიშვილმა კონსტიტუცია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, მარშის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე ქართველმა ხალხმა ევროკავშირს უნდა შეახსენოს, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს კვირებსა და თვეებში გაატარებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, გვერდში დაუდგნენ ქართველ ხალხს და ზეწოლა განახორციელონ „რუსულ რეჟიმზე“, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გაგვიუქმოს.

„დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ხვალ ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება, სადაც შეიკრიბება ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმსჯელებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და ფაქტობრივად, ეს შეხვედრა დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირის რეაქციას იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა არჩევნებზე, რომელმაც შეუძლებელი გახადა ჩვენი ევროპული მომავლის გაგრძელება. ჩვენ, იმ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ამ არჩევნებში ერთობლივად გავიმარჯვეთ, გავუგზავნეთ ერთობლივი წერილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სადაც მოვუწოდეთ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოში ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლას და დღეს ვფიქრობ, რუსთაველზე შეკრებილმა ხალხმა იგივე გზავნილი უნდა გააჟღეროს ხვალინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის უკვე საქართველოს მთავარი მოედნის ქუჩებიდან. კიდევ ერთხელ მოვუყვეთ ევროკავშირს, როგორ მოგვპარეს არჩევნები, როგორ გადახია ივანიშვილმა კონსტიტუცია და მივმართოთ მათ შორის, იმაზე, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს კვირებსა და თვეებში გაატარებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, გვერდში დაუდგნენ ქართველ ხალხს და ზეწოლა განახორციელონ „რუსულ რეჟიმზე“, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენ ევროპული მომავალი გაგვიუქმოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.

აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები და მხარდამჭერები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. ცნობილია, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერები და მხარდამჭერები კი მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივლენ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა