მამუკა ხაზარაძე - არავინ არ უნდა ჩამოუშვას ხელები, გამარჯვება და ბრძოლა ახლა იწყება - "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი რუსეთისკენ გააკეთა, საკითხი ასე დგას: ან ევროპა, თავისუფლება, დემოკრატია და განვითარება, ან ჯურღმულში დაბრუნება

რა განცხადებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტია, რომ არჩევნები ქართველ ხალხს წაართვეს და ახლა ამის შენარჩუნებას ცდილობენ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო მსვლელობის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები არ აღიარა არცერთმა „ნორმალურმა მეგობარმა“ და არ აღიარა ქართველმა ხალხმა.

„რა განცხადებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტია, რომ არჩევნები ქართველ ხალხს წაართვეს და ახლა ამის შენარჩუნებას ცდილობენ. ეს არის არჩევნები, რომელიც არ აღიარა ჩვენმა არცერთმა ნორმალურმა მეგობარმა და არ აღიარა ქართველმა ხალხმა. ამდენი ადამიანი მოცლილი არ არის, ეს ხალხი გამოსულია, რომ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ და უკან დაიბრუნონ ის პერსპექტივა, რომელიც მათ მოპარეს. დღევანდელ აქციაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები ატარებენ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახოს თუ რა მასობრივი გაყალბება მოხდა. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, ვუერთდებით და ასე შევუერთდებით ყველა იმ პროტესტს, რომელიც საქართველოს ნორმალური განვითარების გზაზე დააბრუნებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა იქნება ოპოზიციური პარტიების პასუხი იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომა ჩანიშნა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ოპოზიციის პასუხი არის მშვიდობიანი და ურყევი პროტესტი.

„არავინ არ უნდა ჩამოუშვას ხელები. გამარჯვება და ბრძოლა ახლა იწყება. საქართველომ, ემიგრაციამ არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი არის ევროპული კურსი. „ქართულმა ოცნებამ“, რუსული ხელისუფლების მონამ, არჩევანი რუსეთისკენ გააკეთა. საკითხი ასე დგას - ან ევროპა, თავისუფლება, დემოკრატია და განვითარება, ან ჯურღმულში დაბრუნება. ამას მგონი, ჩვენი არცერთი ღირსეული მოქალაქე არ დაუშვებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი