ოთარ ზურაბიშვილი - ლაქა, რომელსაც კალანდარიშვილი შუბლზე ატარებს, არის ტყუილის ლაქა

ლაქა, რომელსაც კალანდარიშვილი შუბლზე ატარებს, არის ტყუილის ლაქა, რომელიც უძრავია და მის შუბლზე რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, ცესკომ გუშინ “ტყუილი და გაყალბება” შეაჯამა.

“ცესკო-ს შეჯამება არის ტყუილის და გაყალბების შეჯამება. ლაქა, რომელსაც გიორგი კალანდარიშვილი შუბლზე ატარებს, არის ტყუილის ლაქა, რომელიც უძრავია და მის შუბლზე რჩება. ასეთი ლაქა აქვთ იმათ, ვინც არჩევნების დამკვეთია - ივანიშვილი და კობახიძე. ისინი ატარებენ ხალხის წინაშე იმ ლაქას, რომელიც მუდმივია, ეს არის პოლიტიკური, მუდმივი ლაქა”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს