ნიკა გვარამია - პოლიციას კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით: ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენ გვერდით დადექით - ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყვნენ

[პოლიციას] კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით - ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნეთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად, - ასე მიმართა კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა სამართალდამცველებს და მოუწოდა, რომ აქციის მონაწილეების მხარე დაიჭირონ.

მისივე თქმით, სამართალდამცველები “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყვნენ, რადგან მათ ანაზღაურებას ქართველი ხალხი უხდის.

„პოლიციამ მოწოდების მიხედვით იმოქმედა. ყველა მანქანა ქვემოთ ჩაიყვანა. ასე მოუწევთ ყველა სხვა შემთხვევაში. იმიტომ, რომ მათ ჩვენ ვუხდით ფულს და სანამ ჩვენ ვუხდით ფულს და მათ სანამ ქართველი პოლიცია ჰქვია, მანამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყვნენ და ამას ჩვენ არ დავუშვებთ! კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით - ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნეთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად. პოლიცია არის ჩვენი ნაწილი და თუ ამაზე უარს ამბობ ე.ი. არ არის პოლიცია”, - განაცხადა გვარამიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა