ირაკლი კუპრაძე - ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და იქნება შედეგიანი - ჩვენ ვდგავართ, თსუ-სთან მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, ველოდებით ოპოზიციის მხრიდან მეტ კოორდინაციას და თანამშრომლობას

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და იქნება აუცილებლად შედეგიანი , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც „კოალიცია ცვლილებისა“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებით, 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი.

მისი თქმით, ყველას გააზრებული აქვს ქვეყანაში არსებული „მძიმე მდგომარეობა“.

„ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც დგანან პარლამენტთან, თსუ-სთან, ბათუმში, (უნივერსიტეტში სტუდენტები იბრძვიან), ყველას ნათლად გვაქვს გააზრებული ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ივანიშვილმა და რუსულმა რეჟიმმა შექმნა“, - განაცხადა კუპრაძემ.

მან ისაუბრა ოპოზიციის კოორდინაციის მნიშვნელობაზე და დასძინა, რომ ბრძოლა გაგრძელდება.

„ჩვენ ვდგავართ აქ, თსუ-სთან ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და იქნება აუცილებლად შედეგიანი. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ჩვენ ველოდებით ოპოზიციის მხრიდან მეტ კოორდინაციას, მეტ თანამშრომლობას და მეტ ინფორმირებას. კოალიცია ძლიერი საქართველო იქცევა სწორად, როცა არის ღია, როგორც მოქალაქეებთან ასევე, პარტნიორებთან საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მსვლელობა ვერ მოვიდა პარლამენტამდე ჩვენ მოვედით მსვლელობამდე, ვიდგებით ბოლომდე, რადგან მიზანი არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ახლა ევროპული მომავალი არის დასაცავი.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს საკუთარი პოზიციებით, განცხადებებით, რომელიც უფრო მკაცრი გახდება...

მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ვაჩვენოთ სხვადასხვა პროტესტის ფორმით, მაგრამ მტკიცედ წინააღმდეგობა, რომ არანაირი შანსი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს შერჩეს გაყალბებული არჩევნები“, - განაცხადა მან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს