ლევან ცუცქირიძე - ეს არის წინააღმდეგობის, ჩვენი ხმების დაცვის ეტაპი და ამისთვის, ჩვენ, ყველანი მზად ვართ - 25 ნოემბერი არ იქნება დღე, რომლითაც „ქართულ ოცნებაში“ ბედნიერები იქნებიან

ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომელსაც ყველა ველოდებოდით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან ცუცქირიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის წინააღმდეგობის და ხმების დაცვის ეტაპი, რისთვისაც ოპოზიცია მზად არის.

„ოპოზიციაში ყველამ ვიცოდით, რომ ეს ის მთავრობა არ არის, რომელიც ნებით, დემოკრატიულად ჩაატარებდა სამართლიან არჩევნებს და შემდეგ ამ არჩევნების შედეგებს აღიარებდა. ამის მიუხედავად, ოპოზიციური პოლიტიკური კოალიციები გავიდნენ არჩევნებზე და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად დაამარცხეს ეს მთავრობა. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომელსაც ყველა ველოდებოდით. ეს არის ეტაპი, როდესაც გამარჯვება არის დასაცავი, იმიტომ, რომ ეს მთავრობა, ცდილობს მიითვისოს არჩევნები, შედეგები, დაწეროს, რაც მას უნდა და წაგვართვას თავისუფალი არჩევანის უფლება. ამიტომ, ეს არის წინააღმდეგობის , ჩვენი ხმების დაცვის ეტაპი და ჩვენ ამისთვის, ყველანი ერთად მზად ვართ. აქ ვართ, აქ ვიქნები, სხვაგანაც ვიქნებით და ვიბრძოლებთ ერთად“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

კითხვაზე, რომელიც 25 ნოემბერს, პარლამენტის შეკრებას შეეხებოდა, ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ეს თარიღი ძალიან მძიმედ დარჩება. ოპოზიცია გამოყენებს კონსტიტუციურ სამართლებრივ, არაძალადობრივ წინააღმდეგობის ყელა ფორმას.

„თანმდევი პროცესი არის წინააღმდეგობა. ეს თარიღი [25 ნოემბერი] „ქართული ოცნებისთვის” ძალიან მძიმედ დარჩება. ეს არ იქნება დღე, რომლითაც ისინი ბედნიერები იქნებიან. ეს არ იქნება დღე, რომლითაც ისინი შევლენ საქართველოს ისტორიის საუკეთესო მხარეს. ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ სამართლებრივ, არაძალადობრივ წინააღმდეგობის ფორმას და ამ საშუალებებით იმ შედეგს მივაღწევთ, რომ საქართველოში არ დამარცხდება თავისუფლება. გაიმარჯვებს თავისუფლება, დემოკრატია. ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, ამ ქვეყანას ვინ უნდა ედგეს სათავეში, ისიც ძალიან ცოტა ხნით. ამ ქვეყნის ბედს არ წყვეტს არავინ - არც ბიძინა ივანიშვილი, არც პუტინი და არც არავინ. ამ ქვეყნის ბედს წყვეტენ მოქალაქეები და ამისთვის ვიბრძვით ჩვენ აქ“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე