ვლადიმერ ჯაბაროვი - რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმაზე ნებართვის გაცემა არის ძალიან დიდი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ და ამერიკელები ამას წამსვლელი მოხუცის ხელით გააკეთებენ - რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება

რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმაზე ნებართვის გაცემა უპრეცედენტო ნაბიჯია, რომელსაც მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე მივყავართ. რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ეს უპრეცედენტო ნაბიჯია. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ და ამერიკელები ამას გააკეთებენ წამსვლელი მოხუცის ხელით, რომელიც ორ თვეში აღარ იქნება პასუხისმგებელი არაფერზე“, - აღნიშნა ჯაბაროვმა.

მისი თქმით, რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება.

„ვფიქრობ, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა გაუმკლავდება ასეთ შეტევებს. ჩვენ გვაქვს ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა. საპასუხო დარტყმა იქნება ისეთი, რომ უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ყველა ცენტრი, დნეპერზე ყველა ხიდი შეიძლება დაინგრეს. დარტყმა შეიძლება იყოს საშინელი“, - აღნიშნა რუსმა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს. ამასთან, ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას ნება დართეს, შორ მანძილზე მოქმედი SCALP/Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა