ზურაბ ჯაფარიძე - პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში რაც შეიძლება რეგულარულად ვაჩვენოთ, ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც არ აპირებს შეგუებას ამ მოპარულ არჩევნებთან

პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში რაც შეიძლება რეგულარულად ვაჩვენოთ, ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც არ აპირებს შეგუებას ამ მოპარულ არჩევნებთან, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 24-საათიანი პროტესტი მნიშვნელოვანი იყო.

„მე მგონი, დღეს პროტესტი მნიშვნელოვანი იყო, იმის პასუხად, რაც გუშინ ცესკომ გააკეთა, შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნეს და დაწერეს ის გაყალბებული რიცხვები, რაღაც რეაქცია იყო აუცილებელი და იმ ფორმით გავაკეთეთ, რა ფორმითაც გავაკეთეთ. ზოგადად, პროტესტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საკუთარ თავს, ჩვენს გარემო ხალხს და ჩვენს მეგობრებს დასავლეთში რაც შეიძლება რეგულარულად ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც არ აპირებს შეგუებას ამ მოპარულ არჩევნებთან და აპირებს ბრძოლას საკუთარი თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.

„ყველა ველოდებით რა გზავნილები იქნება, მაგრამ ცხადია, ოპტიმისტური მოლოდინი არ გვაქვს. სავარაუდოდ, იქნება იგივე პოზიციის გაჟღერება, რაც აქამდე არა ერთხელ მოვისმინეთ ევროკავშირის არაერთი წარმომადგენლისგან, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არათუ შეჩერებულია, არამედ იმ სიკეთეების გადახედვაზე იქნება საუბარი, რასაც უკვე იღებს საქართველო. იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა თუ უვიზო მიმოსვლა,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა