გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე - დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები - როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!

რადიკალური ოპოზიცია ჩვეულ სტილში არათანმიმდევრულია - ხალხს უთხრეს, აგვირჩიეთ, რომ პარლამენტში შევიდეთო და შემდეგ კარავში შევიდნენ, - ასე ეხმაურება თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ საპროტესტო აქციას უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის მტკიცებით, აქციებს არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან „ოპოზიციის ამომრჩეველმაც დაინახა, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელია არც პარლამენტში და არც ქუჩაში“.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ოპოზიციას მხოლოდ უცხოეთში საკუთარი ქვეყნის გაშავება შეუძლია“.

„კარვების აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება, რადგან დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები. შესაბამისად, როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?! - კარვების აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება. თვითონვე 24 საათიანი აქცია დააანონსეს, რადგან, როგორც ჩანს, 24 საათის შემდეგ იღლებიან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

17 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ჭავჭავაძის გამზირი კოალიცია ცვლილებების ლიდერის ნიკა გვარამიას მოწოდებით გადაიკეტა. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა ღამე ჭავჭავაძის გამზირზე გაათენეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა