ეკა გიგაური - დღეს ყველანაირი პროტესტი მნიშვნელოვანია - ხალხს არჩევანის უფლება მოპარეს და მოქალაქეებს აქვთ უფლება თავიანთი აზრი გამოხატონ და არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას

მგონია, რომ დღეს ყველანაირი პროტესტი მნიშვნელოვანია. ხალხს არჩევანის უფლება მოპარეს და მოქალაქეებს აქვთ უფლება თავიანთი აზრი გამოხატონ და არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა, თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა ერთმანეთსაც და მსოფლიოსაც უნდა აჩვენონ, რომ უსამართლობას არ შეეგუებიან.

„ჩვენმა პარტნიორებმა არჩევნები არ აღიარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობას გამარჯვებას მიულოცავდნენ. ეს არ კეთდება იმიტომ, რომ ამ არჩევნებთან მიმართებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი საუბრობს, რომ საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს.

მგონია, რომ ევროკავშირში საუბარი შეეხება თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ნაბიჯები გადაიდგმება ევროკავშირის მხრიდან, ერთი მხრივ, რომ ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყოს და მეორე მხრივ, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც არჩევნების გაყალბება გადაწყვიტეს და ამ პროცესში ჩართულები იყვნენ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, ვარაზისხევის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე არსებული გზაჯვარედინი ამ დრომდე პარალიზებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ, 20:00 საათიდან კარვები გაიშალა. მომიტინგეები ადგილზე 24 საათით აპირებენ დარჩენას. ოპოზიცია შემდგომ სამოქმედო გეგმას, დღეს საღამოს, 19:00 საათზე გაასაჯაროებს.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არჩევნების მიმდინარეობისას მთავარი უფლება - ხმის ფარულობა დაირღვა, რის გამოც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო