საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის რესპუბლიკის მოედანზე მონიტორები დამონტაჟდება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის ყურებას გულშემატკივარი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანებზეც შეძლებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეკრანების მონტაჟს მერია, ტრადიციულად, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად აორგანიზებს.

„ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ატარებს გასვლით შეხვედრას ჩეხეთში. ეს არის გადამწყვეტი თამაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ შეხვედრაში მოგება და სამი ქულა. ბევრი ადამიანი ელოდება ხვალინდელ თამაშს. შესაბამისად, როგორც ყველა წინა შეხვედრაზე, ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვაკეთებთ ორგანიზებას - რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება ეკრანები, სადაც გულშემატკივარს შეეძლება, თვალი ადევნოს თამაშს და უქომაგოს საქართველოს ნაკრებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად საქართველოს გაახარებენ კარგი თამაშით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა