ირაკლი ქადაგიშვილი - ამას აქცია არ ჰქვია, ამას პროვოკაცია ჰქვია - ხდება ამ ევროპული გამზირის, ჭავჭავაძის გამზირის ლიბერალური ფაშიზმიზაცია!

ამას აქცია არ ჰქვია, ამას პროვოკაცია ჰქვია - ხდება ამ ევროპული გამზირის, ჭავჭავაძის გამზირის­ ლიბერალური ფაშიზმიზაცია! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, “რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელი პროვოკაცია ოპოზიციის საკუთრებად დარჩება, 25 ნოემბერს კი ახალი პარლამენტში შეიკრიბება და ქართველი ხალხის არჩევანის ლეგიტიმაციას სცნობს”.

“ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციას ის ძალა აქვს, რომ იბილწება ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი, იბილწება უნივერსიტეტის ბაღი, სადაც ილეწება სკამები, რასაც შემდეგ ცეცხლის დასანთებად იყენებენ. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მოსახლეობამ და მათმა ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს.

1988 წლის ნოემბრიდან მოყოლებული აქციებს ჩვენც ვატარებდით, მათ შორის პარლამენტის წინ ღამის თენებით და იქ ნასვამ მდგომარეობაში ერთი ადამიანი არ ყოფილა. გამომდინარე აქედან, ყველაფერი ნათელია რასთან გვაქვს საქმე - აქ საქმე პატრიოტიზმთან არ არის, აქ საქმე გვაქვს პროვოკატორებთან”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ვარაზისხევის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე არსებული გზაჯვარედინი ამ დრომდე პარალიზებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ, 20:00 საათიდან კარვები გაიშალა. მომიტინგეები ადგილზე 24 საათით აპირებენ დარჩენას. ოპოზიცია შემდგომ სამოქმედო გეგმას, დღეს საღამოს, 19:00 საათზე გაასაჯაროებს.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არჩევნების მიმდინარეობისას მთავარი უფლება - ხმის ფარულობა დაირღვა, რის გამოც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს