ირაკლი ქადაგიშვილი - მამუკა ხაზარაძეს შეუძლია ყველანი თავის ვაგზალზე მიიწვიოს - რა თქმა უნდა, სახლობანას თამაშს ჯერჯერობით მას არავინ უკრძალავს!

მამუკა ხაზარაძეს შეუძლია ყველანი თავის ვაგზალზე მიიწვიოს - რა თქმა უნდა, სახლობანას თამაშს ჯერჯერობით მას არავინ უკრძალავს! – ასე ეხმაურება „ლელოს“ ლიდერის ინიციატივას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

აქვე, ქადაგიშვილმა დასძინა, რომ „სასაცილოა, ხაზარაძე ამ დონეზე რომ დავიდა“.

„ეს ორხელისუფლებიანობაც არ არის - ეს არის სახლობანა!

სამწუხაროდ, ხაზარაძის პრობლემა უფრო ღრმად არის - მას გაუჭირდება იმ პრობლემიდან გამოსვლა, რა პრობლემაც მან საკუთარ თავს შეუქმნა. როდესაც ადამიანი ქვეყანას საკუთარ ამბიციასა და შურისძიებას ახვევ თავს, იქ უფრო მძიმედ არის საქმე, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეული წარმატება თუ წარუმატებლობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი