Gorgia.ge-იმ იქომერს ასოციაცია საქართველოს TrustMark ნიშანი მიიღო

საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ონლაინ ჰიპერმარკეტ GORGIA.GE- ს Trust Mark - სანდროობის ნიშანი მიენიჭა. ის ხაზს უსვამს, რომ GORGIA.GE რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პლატფორმაა ონლაინ შოპინგისათვის.

ხარისხის ნიშანი GORGIA.GE-ის იქომერს ასოციაცია საქართველომ მიანიჭა. Trust Mark შემუშავებულია USAID პროგრამის მხსარდაჭერით. Trust Mark მიზნად ისახავს ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით ნდობისა და უსაფრთხოების სტანდარტების ხელახლა განსაზღვრას. სანდოობის ნიშანი მომხმარებელს აძლევს ერთგვარ გარანტიას, რომ მისი ინტერესები და უფლებები აუცილებლად იქნება ბიზნესის მიერ დაცული.

სანდოობის ნიშანი (Trust Mark) აღნიშნავს ბიზნესის ერთგულებას მაღალი სტანდარტების, სამართლებრივი დაცვის მიმართ. ის, როგორც წესი, ენიჭებათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკრეტულ კრიტერიუმებს. ეს ნიშანი ბიზნესს ანიჭებს უპირატესობას მისი სანდოობის ხაზგასმით. Trust Mark სულ სამმა ტოპ ონლაინ მაღაზიამ მიიღო და GORGIA.GE-ც მათ შორისაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სანდოობის ნიშნის (Trust Mark) შექმნის პროცესში “გორგიას” ელექტრონული კომერციის გუნდიც აქტიურად იყო ჩართული.

„გორგიას“ მიერ სანდოობის ნიშნის მიღება ნიშნავს, რომ კომპანია იცავს მომხმარებლის მიმართ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს, ასევე ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილების მოპოვებასა და შენარჩუნებაზე. სანდოობის ნიშნის მიღებით „გორგია“ მომხმარებლებს ასევე აძლევს გარანტიას, რომ ონლაინ შოპინგისას მათი პირადი მონაცემები და ტრანზაქციები უსაფრთხო და დაცულ გარემოში მუშავდება.

„გორგიას“ ელექტრონული კომერცია 2020 წელს შეიქმნა. პლატფორმა ზუსტად პასუხობს მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს. GORGIA.GE-ზე წარმოდგენილია 60 0000-მდე დასახელების სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „გორგიას“ ელექტრონული კომერცია იცავს მომხმარებლის ინტერესებს და მათ სთავაზობს როგორც გადახდის მარტივ მეთოდებს, ასევე უსაფრთხოების მაღალ გარანტიებს.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა