სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ხვდება

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიორგი ვაშაძეს და სოფო ჯაფარიძეს ხვდება. როგორც გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის საუბრის თემა მისთვის უცნობია. რაც შეეხება ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნაზე საუბარს, გიორგი ვაშაძის თქმით, ამ საკითხზე ოპოზიციაში იყო მსჯელობა, თუმცა ვარაუდობს, რომ პრეზიდენტთან დღევანდელი საუბრის მთავარი თემა ეს არ იქნება.

„არ ვიცი რას ეხება ეს შეხვედრა. რაც შეეხება კონკრეტულად "სახალხო პარლამენტის" შექმნის ინიციატივას, ჩვენ საუბარი გვქონდა. რა ერქმევა კონკრეტულად ამ ინიციატივას, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ კიდევ. ამაზე გვქონდა საუბარი, თუმცა არ მგონია, რომ დღევანდელი შეხვედრა ამ საკითხს ეხებოდეს. ზოგადად, ორგანიზაციულ, კოორდინაციულ ფორმატზე საუბარი გვქონდა, მაგრამ რა ერქმევა არ ვიცი. არ მგონია სერიოზული იყოს "სახალხო პარლამენტის" პირველ, მეორე და მესამე პუნქტზე ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი. როგორც ვიცი, ეს შეხვედრა ამ საკითხს საერთოდ არ ეხება", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებები გამართეს კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმაც.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს