უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარების გამო ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარების გამო ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციების სამიზნე ის გემები და პორტებია, რომლებიც ირანული წარმოების დრონების, რაკეტების, ტექნოლოგიებისა და კომპონენტების გადასაზიდად გამოიყენება.

სანქციების სიას ირანის ეროვნული საზღვაო გადამზიდი კომპანია Islamic Republic of Iran Shipping Lines-ი (IRISL) და მისი დირექტორი, მუჰამედ რეზა ხიაბანი დაემატა.

ასევე, ევროკავშირმა სამი რუსული გადამზიდი კომპანია დაასანქცირა, MG Flot, VTS Broker და Arapax, რომელთა გემებს უკრაინაში მებრძოლი რუსული ძალების მომარაგებისთვის ირანული იარაღი, დრონები და კომპონენტები კასპიის ზღვის გავლით გადააქვთ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა