ნიკა მელია - დადგა დრო, დავდგეთ ერთად ყოველ დღე, სანამ რეჟიმი არ მოიგუდება დემოკრატიულად - ყოველ დღე უნდა ვარყიოთ ეს სისტემა, ამიტომ დღეს ვრჩებით იქ, სადაც ვართ

ჩვენი მიზანია, უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით - დადგა დრო, დავდგეთ ერთად ყოველ დღე მანამ, სანამ რეჟიმი არ მოიგუდება დემოკრატიულად - ყოველ დღე უნდა ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა, - ასე მიმართა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის უკან დახევა მოუწევს და ეს მოჯადოებული წრე დაირღვევა.

"ჩვენ უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება. მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით. ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს და აქ თითოეულ ჩვენგანზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. დღეს ვრჩებით იქ, სადა უკვე ვართ. კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული. დადგა დრო, დავდგეთ ერთად ყოველ დღე, მანამ, სანამ რეჟიმი არ მოიგუდება დემოკრატიულად. ყოველ დღე უნდა ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა. ვალდებულები ვართ, წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე ვიბრძოლოთ ბოლომდე და ეს ბრძოლა დაგვირგვინდეს ბოლომდე", - განაცხადა მელიამ.

ის ასევე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის პოზიციას სრულად ეთანხმება.

"ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით მის პოზიციას, კერძოდ, ძალიან მოკლედ, გაყალბებული არჩევნების არაღიარება რჩება ძალაში, არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული არც ერთ დონეზე, არც საერთაშორისო დონეზე, არც საქართველოში. არ აღიარებს მას არც ერთი ოპოზიციური პარტია, არანაირი სამოქალაქო საზოგადოება და თავად ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, ბრძოლა ახალი არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში", - განაცხადა მელიამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს