გიორგი ვაშაძე - სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას, ქვეყანას აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ, ბრძოლა იქნება ბოლომდე - პროტესტი საქართველოს უნდა მოედოს

საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ, ამიტომ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ, ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მომიტინგეები ამაღამაც გაათენებენ ქუჩაში ღამეს.

“სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას - არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, არც ოპოზიციის მხრიდან. საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ, ამიტომ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ - ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით. არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ, როგორც აქ ითქვა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები ისევე, როგორც თქვენ და თქვენს ნდობას ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. ამ გადაწყვეტილებას, რომ დღეს ვრჩებით აქ, ვიღებთ ერთად. ასევე, ჩვენ მოგვიწევს სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რომელზეც პერიოდულად აუცილებლად გაცნობებთ.

მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, რომლებიც ახლა ჩვენ გვიყურებენ - მეგობრებო, თქვენს სახლებში, თქვენს გარშემო მინდა ის სიმბოლიკა გავაჩინოთ, რომელიც ამ პროტესტს გამოხატავს - ის შავი ლაქა, რომელიც “ქართული ოცნების” აღმნიშვნელია. ნელ-ნელა ეს პროტესტი სრულიად საქართველოს უნდა მოედოს. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია, ძალა თქვენშია და საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. დღევანდელ დღეს ყველა ერთად ვათენებთ!”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს