მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებაზე - სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო

სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს, რითაც პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება, ახალ არჩევნებამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნება - „არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები“.

„გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასი ათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონ შვიდასი ათასი, რიგები უბნებზე კი - მოჩვენებითი.

აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა.

აი, ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი, მოკლედ… ყველანი კარვებში!!!

მოთხოვნას რაც შეეხება - სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს