მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ მოგწონთ ხელფასი და "ევროპებში" სიარული - მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც

სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ მოგწონთ ხელფასი და ევროპებში სიარული - მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვა წარუდგინა.

“მოკლედ და კონკრეტულად!!

სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ ძალიან მოგწონთ ხელფასი, ევროპებში სიარული და ,,კაი ცხოვრება” - მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც” ,- წერს მაია ბითაძე “ფეისბუქზე“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვას სთავაზობს. პრეზიდენტის თქმით, გეგმა არის ახალი არჩევნები, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება - „გარდამავალი პერიოდი სტაბილური უნდა იყოს, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო